ნათია ზედგინიძე

ნათია ზედგინიძე

მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მენეჯმენტის სპეციალობით (კავკასიის ბიზნესის სკოლა) და არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (თსუ). აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება საბანკო და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. 6 წელი მუშაობდა საქართველოს ბანკში სტრატეგიულ ექსპერტად; ასევე, TBC ბანკში „ფინანსური განათლების“ პროექტის მენეჯერად. ამავე პროექტში იყო სატელევიზიო გადაცემის იდეების ავტორი და წამყვანი.

10 წლის განმავლობაში მუშაობს ბიზნეს კონსულტანტად და ტრენერად მენეჯმენტის სფეროში შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული დაგეგმვა, ხარისხის მართვის სისტემები ISO 9001 სტანდარტები; შიდა აუდიტი ISO 19011, პროექტების მართვა PMI მეთოდოლოგიით; ეფექტური მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა.
ნათია არაერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტშია ჩართული და ეწევა საკონსულტაციო მომსახურებას საჯარო დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საკითხებში. ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებებით აქტიურად ნერგავს და ამზადებს შემდგომი სერტიფიცირებისთვის ბიზნეს ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; ეწევა შიდა აუდიტორულ მომსახურებას ISO 19011 სტანდარტებით.

2016 წლიდან ნათია ეწევა აკადემიურ საქმიანობას. კერძოდ, სამაგისტრო საფეხურზე კითხულობს ლექციებს ოპერაციულ მენეჯმენტში, HRM, პროექტების მართვა საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში: „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, „კავკასიის ბიზნესის სკოლა“, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი“, „ილიაუნი“, „საქართველოს უნივერსიტეტი“, „ამერიკულ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტი“. ამჟამად, ნათია არის „საქართველოს უნივერსიტეტის“, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი.

© iq.ge 2016. Designed by gingers