ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001

კურსის შესახებ

კურსის დასრულების შემდგომ მონაწილე შეძლებს:

  • დამოუკიდებლად შეაფასოს ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემა
  • იმსჯელოს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესახებ
  • შეადაროს ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემა სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს
  • შეიმუშაოს ხარისხის პოლიტიკა, სტანდარტული საოპერაციო პროცედურები (SOP), ინსტრუქციები, მეთოდოლოგიები და დოკუმენტური ფორმები
  • შეიმუშაოს კორექციული და პრევენციული ღონისძიებების სისტემა

სწავლების მეთოდოლოგია

  • სწავლება ეფუძნება ზრდასრულთა განათლების თანამედროვე პრინციპებს
  • სასწავლო დროის 60% ეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს: ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები, სავარჯიშოები, კაზუსები, ტესტები და ა.შ.
  • სასწავლო დროის 30% ეთმობა დისკუსიებსა და კონკრეტული შემთხვევების განხილვებს
  • სასწავლო დროის 10% ეთმობა ლექცია-პრეზენტაციას

ვისთვის არის საინტერესო?

  • ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირებისთვის
  • სხვადასხვა სტრუქტურული რგოლის მენეჯერებისთვის
  • ხარისხის მენეჯერებისთვის
  • შიდა აუდიტორებისთვის
  • მათთვის, ვისაც აინტერესებს პროცესების და სისტემების ეფექტური მართვა
© iq.ge 2016. Designed by gingers