ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა

ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა

რას ნიშნავს ISO 9001 ხარისხის მართვა?
  • ISO 9001 სტანდარატიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization) მიერ შემუშავებული და დადგენილი სტანდარტია
  • სტანდარტი აწესებს იმ მოთხოვნებს და სპეციფიკაციებს, რომლებსაც ორგანიზაციის მმართველობითი სისტემა და ყველა პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს
  • სტანდარტი ორგანიზაციის ფინანსებსა და ბუღალტერიას არ ეხება
  • სტანდარტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირებული მმართველობითი სისტემების დანერგვასა და ეფექტურ ფუნქციონირებას
  • სტანდარტის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს გაზარდონ მომხმარებლების, კლიენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების ხარისხი, რაც თავისთავად აისახება ორგანიზაციების ფინანსურ კეთილდღეობასა და ინსტიტუციურ მდგრადობაში
რატომ ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა?
  • ორგანიზაციაში იქმნება გამართული, ეფექტური და ეფექტიანი ხარისხის მართვის სისტემა
  • კლებულობს ორგანიზაციაში ხარვეზების, ცდომილებების, პრობლემების რაოდენობა და სიმძიმე
  • წარმოადგენს ISO 9001 სერტიფიცირების აუცილებელ და სავალდებულო წინაპირობას
  • ISO 9001 სერტიფიცირების შემთხვევაში:
    • ორგანიზაცია მოიპოვებს კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე და სატენდერო კონკურსებში
    • იზრდება კომპანიის იმიჯი, რეპუტაცია და ნდობის ხარისხი
    • ადვილი ხდება ინვესტორების, დონორების ან/და პარტნიორი ორგანიზაციების მოზიდვა
  • ორგანიზაციის ფუნქციონირება ეფუძნება სისტემას და არა ცალკეული ინდივიდის მუშაობას!
სად შეიძლება დაინერგოს ISO 9001 სისტემა?
  • ნებისმიერი სიდიდის ბიზნეს კომპანიაში
  • საჯარო დაწესებულებაში
  • საზოგადოებრივ / არაკომერციულ ორგანიზაციაში
  • ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულში

როგორ ხდება ISO 9001 სისტემის დანერგვა?

ეტაპი 1 – GAP ანალიზი
  • ორგანიზაციის შიდა ხარისხის მართვის სისტემის (Quality Management System – QMS) შესწავლა, ანალიზი და შედარება ISO 9001 სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან
  • ორგანიზაციაში არსებული QMS - ხარისხის მართვის სისტემის შესახებ ანგარიშის მომზადება
  • დეტალური სამოქმედო გეგმის წარდგენა იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები უნდა დანერგოს ორგანიზაციამ გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად
ეტაპი 2 - ტრენინგები
  • ორგანიზაციის მმართველი რგოლის წარმომადგენლებს და საკვანძო პერსონალს უტარდებათ სერტიფიცირებული ტრენინგი თემაზე „ხარისხის მართვის სისტემები ISO 9001“
  • ტრენინგის მიზანია, მონაწილეებში ხარისხის მართვის სისტემის (QMS) საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვის უნარების გამომუშავება
  • ორგანიზაციიდან წინასწარ შერჩეულ პირებს ასევე უტარდებათ სერტიფიცირებული ტრენინგი თემაზე ‘შიდა აუდიტი ISO 19011“
  • ტრენინგის მიზანია ორგანიზაციაში მომზადდეს ის პოტენციური კადრი, ვინც მომავალში დამოუკიდებლად შეძლებს შიდა აუდიტის განხორციელებას ISO 19011 მეთოდოლოგიის გამოყენებით.
  • სერტიფიცირებული და სტანდარტის მოთხოვნებში გათვითცნობიერებული პერსონალი ISO 9001 სერტიფიცირების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას წარმოადგენს
ეტაპი 3 - QMS სისტემის შემუშავება
ორგანიზაციის მმართველ გუნდთან აქტიური თანამშრომლობით IQ შეიმუშავებს:
  • ორგანიზაციის სტრატეგიულ დოკუმენტს
  • ორგანიზაციულ სტრუქტურას და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, მიზნებს, ამოცანებს, სამოქმედო გეგმებს და ა.შ.
  • ორგანიზაციის ყველა პროცესის სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს (SOP), ინსტრუქციებს, მეთოდოლოგიებს
  • ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის და კონტროლის მექანიზმებს
  • ყველა სხვა სავალდებულო და ორგანიზაციის საქმიანობისთვის აუცილებელ რეგულაციებს, დოკუმენტებს
ეტაპი 4 - პილოტირება
  • ორგანიზაცია, წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, კონსულტანტის აქტიური ჩარევისგან გამოუკიდებლად იწყებს ფუნქციონირებას უკვე შემუშავებული და დამტკიცებული სისტემის მიხედვით
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია თითოეული თანამშრომლის მიერ სისტემით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფაზე
  • კონსულტანტი ასრულებს მენტორის და ქოუჩერის ფუნქციას
ეტაპი 5 - შიდა აუდიტი
  • შიდა აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციაში უკვე დანერგილი ხარისხის მართვის სისტემების შეფასების პროცესს.
  • შიდა აუდიტი, ISO 9001 სერტიფიცირების სავალდებულო წინაპირობაა
  • შიდა აუდიტის დროს დგინდება:
    • რამდენად შესაბამისობაშია ორგანიზაციაში დანერგილი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001 სტანდარტით და ორგანიზაციის შიდა მართვის სისტემით დადგენილ მოთხოვნებთან
    • რამდენად მზადაა ორგანიზაცია წარმატებით გაიაროს მასერტიფიცირებელი გარე აუდიტი და გახდეს ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი
  • შიდა აუდიტის შედეგად შემუშავდება სავალდებულო ქმედებების და რეკომენდაციების ნუსხა, რომლებიც ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს და უნდა გაითვალისწინოს ხარისხის მართვის სისტემის შემდგომი განვითარების და ISO 9001 სერტიფიცირების მიზნით.
ეტაპი 6 - ISO 9001 სერტიფიცირება
  • ორგანიზაცია, სადაც დაინერგა ხარისხის მართვის ISO 9001 სისტემა და ჩატარდა შიდა აუდიტი, გადის მასერტიფიცირებელ აუდიტს.
  • მასერტიფიცირებელ ორგანოს ირჩევს კლიენტი ორგანიზაცია
  • IQ არ არის მასერტიფიცრებელი ორგანო!
  • კლიენტი ორგანიზაციის სურვილის შემთხვევაში, IQ ახდენს სერტიფიცირების პროცესის ფასილიტაციასა და მხარდაჭერას. აღნიშნული გულისხმობს:
    • მასერტიფიცირებელი კომპანიების მოძიებას ან/და კლიენტი ორგანიზაციის სურვილის შემთხვევაში მოწვევას ტენდერის/კონკურსის გარეშე
    • სერტიფიცირების შესახებ სატენდერო მოთხოვნების შემუშავებას
    • წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების შეფასებასა და ანალიზს
    • მასერტიფიცირებელი აუდიტის პროცესის კოორდინაციას
    • მასერტიფიცირებელი აუდიტის პროცესში მხარდაჭერას
    • მასერტიფიცირებელი აუდიტის მოთხოვნების და რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას
  • ორგანიზაციას ენიჭება საერთაშორისო ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001 სერტიფიკატი
© iq.ge 2016. Designed by gingers