შიდა აუდიტი ISO 19011

შიდა აუდიტი ISO 19011

რას ნიშნავს შიდა აუდიტი ISO 19011?

  • ISO 19011 სტანდარატიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization) მიერ დადგენილი სტანდარტია შიდა და მასერტიფიცირებელი აუდიტების შესახებ.
  • შიდა აუდიტი წარმოადგენს ორგანიზაციაში უკვე დანერგილი ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემების შეფასების პროცესს
  • შიდა აუდიტის მიზანია დადგინდეს:
    • რამდენად შესაბამისობაშია ორგანიზაციის ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან
    • რამდენად მზადაა ორგანიზაცია წარმატებით გაიაროს მასერტიფიცირებელი აუდიტი და გახდეს ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი?
  • ISO 19011 სტანდარტი ორგანიზაციაში ფინანსური აუდიტის საქმიანობას არ არეგულირებს!

რატომ შიდა აუდიტი ISO 19011 ?

  • შიდა აუდიტის გარეშე ორგანიზაცია ვერ გაივლის ISO 9001:2015 სერტიფიცირების პროცესს და ვერ გახდება სერტიფიკატის მფლობელი!
  • შიდა აუდიტი ISO 19011 წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში პროცესების მონიტორინგის და კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, რომელიც ეხმარება მმართველ რგოლს სწორი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

სად შეიძლება ჩატარდეს შიდა აუდიტი ISO 19011?

  • ნებისმიერი სიდიდის და სფეროში მომუშავე ბიზნეს კომპანიაში
  • საჯარო დაწესებულებაში
  • საზოგადოებრივ / არაკომერციულ ორგანიზაციაში
  • ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულში
© iq.ge 2016. Designed by gingers