ჩვენს შესახებ

დამფუძნებელი | დირექტორი
ვრცლად

IQ მოწოდებულია:

  • დაეხმაროს ბიზნეს კომპანიებს, საზოგადოებრივ და საჯარო სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მართვის ეფექტური სისტემების შემუშავებაში, პრაქტიკაში დანერგვასა და სერტიფიცირებაში
  • უზრუნველყოს ისეთი ორგანიზაციული პლატფორმების შექმნა, რომლებიც განაპირობებენ ორგანიზაციების ინსტიტუციურ განვითარებას, საზოგადოებაში სანდო, საიმედი და ლოიალური იმიჯის დამკვიდრებას.
  • იზრუნოს საზოგადოებაში ხარისხის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ხარისხის ეფექტური მართვის უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.

რატომ IQ?

IQ-ს საქმისადმი მიდგომა შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება:

  • დამკვეთზე ორიენტირებული მიდგომა
  • საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელებული საკონსულტაციო მომსახურება
  • ზრდასრულთა განათლების პრინციპებით მომზადებული და ჩატარებული საგანმანათლებლო სასწავლო კურსები, ტრენინგები
  • კონსულტანტების და ტრენერების პრაქტიკული გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
  • კომპანიის მჭიდრო პარტნიორული კავშირები საერთაშორისო მასერტიფიცირებელ და საკონსულტაციო კომპანიებთან, რაც განაპირობებს მსოფლიოში აპრობირებული, საუკეთესო პრაქტიკების შესახებ ცოდნის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას
  • კონფიდენციალურობა და საქმისადმი ეთიკური მიდგომა
© iq.ge 2016. Designed by gingers